ჟურნალისტი ნინო ძოწენიძე სოციალურ ქსელში ქუთაისში, ავტოქარხნის ახლად რეაბილიტირებულ პარკთან მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით წერს.
"ქუთაისში, ავტოქარხნის ახლად რეაბილიტირებულ პარკთან ძაღლი ავტომანქანას გადაუხტა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და დაეტაკა.
ახალგაზრდა მამაკაცი უკრაინელი აღმოჩნდა. მან ადგილიდან ფეხი არ მოიცვალა, ბოლომდე ჭირისუფლობდა ძაღლს, პატრულსაც ადგილზე დახვდა... ეტყობოდა ძალიან განიცდიდა...
უპატრონო ძაღლთა თავშესაფარში გადაყვანა ვერ მოხერხდა, რადგან ასე დაშავებული ძაღლების დახმარების სერვისი არ ჰქონიათ. აღმოჩნდა, რომ ქუთაისში ცხოველთა დახმარების მოძრავი კლინიკა ფუნქციონირებს, თუმცა ფასები არ მკითხოთ...
იმედია, "ბომბორა" კარგად იქნება!" - წერს ნინო ძოწენიძე.